თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.