“აიპლიუსმა” უკრაინას 11 200 ლარის დაზვერვის თანამედროვე სისტემები გადასცა

Apple - ის პარტნიორმა კომპანიამ საქართველოში “აიპლიუსმა” უკრაინას 11 200 ლარის დაზვერვის თანამედროვე სისტემები (დრონები) გადასცა.
ირკვევა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საომარ მოქმედებებში დიდ მნიშვნელობას იძენს.
“აღნიშნული არის დახმარების პირველი პაკეტი. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან უცხოეთში და უახლოეს მომავალში იგეგმება სხვა სახის დახმარებებიც“, - აცხადებს შპს “აიპლიუსის” დირექტორი კახა სეფაშვილი.
(R)

























