ბათუმში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბათუმში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბათუმში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. ევროპის მოედანზე, მოქალაქეები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი მეომრების ფოტოები, საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს.

ევროპის მოედანზე მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკოსებიც შეიკრიბნენ.

“ქართველი ჯარისკაცები რუსულ აგრესიას ებრძოდნენ, ისინი უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძოდნენ. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - აცხადებენ შეკრებილები