ბათუმში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართვენ და თურქი ბიზნესმენის მიერ აშენებულ კორპუსებში შესახლებას ითხოვენ

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართვენ. ისინი თურქი ბიზნესმენის მიერ აშენებულ კორპუსებში შესახლებას ითხოვენ. მათი თქმით, ახალაშენებული კორპუსების დემონტაჟი იგეგმება, რაც დაუშვებელია.
"გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ქირის ფულს ვერ ვიხდით, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. არ შეიძლება 11 კორპუსის დანგრევა, როცა ამდენი უსახლკარო ოჯახი ვართ, შეგვასახლონ და არ ვიქნებით ღია ცის ქვეშ”,- ამბობენ შეკრებილები.
ცნობისთვის, გოგოლის ქუჩაზე 11 მრავალსართულიანი კორპუსი თურქმა ბიზნესმენმა ააშენა. კორპუსის მშენებლობას ოპოზიციის წევრები აპროტესტებდნენ და აცხდებდნენ, რომ კორპუსები აღნიშნულ ქუჩაზე უკანონოდ არის აშენებული. თავის მხრივ, ბათუმის მერიამ მშენებელი კომპანია არაერთხელ დააჯარიმა, რის გამოც კომპანიის წარმომდგენლებმა სასამართლოს მიმართეს. გოგოლის ქუჩაზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

























