ბოლნისის მერია - მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბოლნისში მოსულმა ძლიერმა თოვლმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ტექნიკით გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს ტანძიისა და დარბაზის თემში, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანიებთან. ამ ეტაპზე შემოყვანილია 2 ერთეული სპეც-ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს ბოლნისი-წუღრუღაშენი-ფოლადაურის, ბოლნისი-დისველისა და სოფელ მუშევანის მიმართულებით.
,,სპეც-ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს. ბოლნისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ბოლნისის მუნციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე ეცნობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























