ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის რუსული აგრესია უნდა დასრულდეს.

აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მოქალაქეებმა ომის შედეგად ოჯახის წევრებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიც დაკარგეს, რის გამოც აქციის მონაწილეები მოქალაქეებს უკრაინელი ხალხის დახმარებას სთხოვენ.

ცნობისთვის, ქართველი ხალხის სახელით ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება ბათუმში სამ მისამართზეა შესაძლებელი.

მისამართებია: ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი) ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი) ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“) ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები.