გოჩა ენუქიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, დაუნის სინდრომის მქონე პირებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, დაუნის სინდრომის მქონე პირები მოინახულა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დისკრიმინაცია და სტერეოტიპული მიდგომა არ უნდა დავუშვათ.

„ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები ცხოვრობენ. ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით და მეგობრებს მათი შესაძლებლობების მიხედვით არ ვირჩევთ.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დისკრიმინაცია და სტერეოტიპული მიდგომა არ უნდა დავუშვათ.

ჩვენი გუნდი, განსაკუთრებულად უჭერს მხარს ინკლუზიურ მომავალს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად იცხოვროს და საკუთარი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს