მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ

ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, როდესაც კრიმინალები წყნარად დაიარებიან ქუჩებში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მან უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„სამივეს ვიცნობდი, განსაკუთრებით ბახვა ჩიქობავას, რომელიც არაერთხელ არის ჩემთან კიევში სახლში ნამყოფი. ჩემი ახლო მეგობარი და პირადი დაცვის ოფიცერი გიორგი ყუფარაშვილი დაჭრილი ყოფილა, რომელიც არის „აზოვის" პოლკის შემქმნელი და იცავს მარიუპოლს. ყველა ამ ადამიანს, პროკურატურის მიერ გამოტანილი ჰქონდა საბრალდებო განაჩენი და დღეს უნდა ისხდნენ ციხეში, სადაც მე ვზივარ, მაგრამ ამჯობინეს მტერთან ბრძოლაში სიკვდილი და გმირებად შესვლა ისტორიაში. ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა დამნაშავედ, ფუი იმ ქვეყანას, სადაც ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, როდესაც კრიმინალები წყნარად დაიარებიან ქუჩებში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ. უახლოეს თვეებში გვაქვს ისეთი შანსი, როგორიც არასდროს არ გვქონია, უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ას წელს აღარ გაიხსნება ისეთი ფანჯარა, როგორიც გაიხსნა ახლა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება