ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას UNDP-ის პროექტის კოორდინატორი ლიკა სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ხათუნა ხვიჩია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, მეზოპარტნერის წარმომადგენლები მარკუს ჯენალი, ფრენკ უოლტრინგი და ზვიად არჩუაძე და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი სოფია სვანაძე დაესწრნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით, საერთაშორისო გრანტების მეშვეობით განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ასევე მხარეებმმა მომავალი თანამშრომოლის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ძველი გერმანული უბნები დაათვალიერეს და აგროცენტრის მუშაობას გაეცნენ, ასევე დააგემოვნეს მცირე საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

აღსანიშნავია, რომ UNDP-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად, ისტორიულ სოფელ ტანძიაში, განხორციელდა პროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ვუმასპინძლეთ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ გრანტების დახმარებით განხორციელებული პროექტების შედეგები გავაცანით, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ვიმსჯელეთ. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვალავაც გავაგრძელებთ და შევეცდებით, ერთობლივი ძალებით, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე, არაერთი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს