ქუთაისში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ქრომოსომების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვებს, რომლებიც დღეს სტუმრად გვყავდა, განვითარების და ღირსეულად ცხოვრების საშუალება უნდა მივცეთ.
დაუნის სინდრომის მქონე ჩვენი პატარა თანაქალაქელების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ქალაქში გარემოს შევქმნით, რომ ისინი სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ისე ჩაერთონ, როგორც მათი სხვა თანატოლები“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

























