ბოლნისის მერია - მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერი თოვლის შედეგად, გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

„ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება კერძო კომპანიებთან გააფორმა. ამ ეტაპზე შემოყვანილია 2 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ტექნიკასთან ერთად, სოფლებში: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ფოლადაური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

მძიმე ტექნიკამ თოვლისგან უკვე გაწმინდა ტანძიის, ხატისოფლის, მუშევანის, დისველის, ქვემო ბოლნისისა და სოფელი ბოლნისის მიმართულებით არსებული გზები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ლოკაციაზე, სადაც გადაადგილებაა გაძნელებული, ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს