11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში" აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში კულტურის ცენტრის წრეების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

„დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გორის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ყოველწლიურად ერთჯერადი სოციალური დახმარება - 500 ლარის ოდენობით, ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის წელიწადში 500 ლარი.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო გზავნილების შესაბამისად წელს მეთერთმეტცცედ აღინიშნება. ყოველ წელს გზავნილები მოიაზრებს ყველა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.

2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე პირების სკოლასა და დასაქმების სივრცეში ინკლუზიის მნიშვნელობაზე. ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია