თელავში, კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
პირველ სართულზე დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცის ჩამონგრევის მიზეზი თოვლის მასა გახდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია უკვე გაწმინდეს .
ვითარებას გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერიც.
ლევან ანდრიაშვილის თქმით, აღნიშნული კორპუსის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.
“კორპუსის სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირველ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ კორპუსების გარეფასადები შარშან გაკეთდა. ამ სამუშაოებს შესრულებაზე მომუშავე კომპანიას აქვს საგარანტიო პირობები, ხვალ ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთ”, - აცხადებს თელავის მერი.

























