„დანკინი“ საკუთარ ადგილობრივ საწარმოში პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

„დანკინის“ ქსელი 2022 წლის ბოლომდე საქართველოში 100 რესტორნით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, კომპანიის ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი ჩაანაცვლა და წარმოების სრული ლოკალიზაცია მოახდინა, ტექნოლოგიურ ხაზებს აფართოებს და პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის.

"დანკინის" ადგილობრივი საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

"დანკინი“ სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ არ ვართ კლასიკური „სწრაფი კვების“ რესტორნების ქსელი. ჩვენ სწრაფად ვამზადებთ და სწრაფად ვემსახურებით და ამას ვაკეთებთ ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი, უმაღლესი ხარისხის, ადგილობრივი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით ადგილობრივ საწარმოში შექმნილი უსაფრ­თხო კერ­ძე­ბით.

ქ. თბილისში არსებული „დანკინის“ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­წარ­მო საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ყოველდღიურად ახალი პროდუქტი და გვქონდეს ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენი რესტორნების ქსელის სტუმრებს, რომელთაც შეიყვარეს „დანკინი“ და მათთვის ჩვენი პროდუქტები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებად იქცა“, აღ­ნიშ­ნა „დანკინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

„“დანკინის“ საწარმოში დავამატეთ ახალი ტექნოლოგიები და დონატებისა და ფრანგული ხაზის გარდა, რომელიც, თავის მხრივ, 22 სახეობის უგემრიელესი დონატის, კრუასანების, პლიეს მომზადების საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად, ჩვენ შევძელით გაგვევითარებინა პიცის მიმართულება და ქართული საცხობის ხაზი. შესაბამისად, დღეს „დანკინში“ არა მხოლოდ ქალაქში საუკეთესო ყავა, არამედ 50-მდე სახეობის ყოველდღიურად ახალი სენდვიჩი, ჰოთდოგი, საცხობი თუ საკონდიტრო ნაწარმია. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ხშირად დავამატოთ ახალი პროდუქტები ჩვენს ასორტიმენტს. 2022 წლის მანძილზე ჩვენს ერთგულ მომხმარებელს „დანკინისგან“ ბევრი სიახლე ელის“, - განაცხადა "დან­კინის" სა­ო­პე­რა­ცი­ო დი­რექ­ტორ­მა უჩა ჩიხლაძემ.

"დან­კინი" ლე­გენ­და­რუ­ლი ამერიკული ბრენ­დია, რო­მე­ლიც ყოველდღიურად მსოფლიოში რამოდენიმე მილიონ ადამიანს ემსახურება.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად Inspire Brands Inc -მა შეისყიდა. Inspire Brands Inc -ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო