აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
მათი განმარტებით, დასკვნით ეტაპზეა თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები და ამასთანავე სასოფლო გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბლობში 20-30 სანტიმეტრია.
მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება დაშვებულია ყველა მიმართულებით.

























