მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში კვლავ დაპირისპირებაა - განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ

მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში კვლავ დაპირისპირებაა. როგორც განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

„ცრუ მეუფეს, ჩვენი ერის და მართლმადიდებლობის საშინლად მგმობელს, მატყუარას და ურცხვ კაცს, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ის არის ცრუ, მე ვდებ მას ბრალს სამშობლოს გაყიდვაში.

2008 წელს აქ მებრძოლები იყვნენ მოსულები, რუსულ ჯარს გამოქცეულები ჩვენ შევიფარეთ, მაშინ რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ყველა ვტიროდით, სამშობლოს გვინადგურებდნენ. ამის გახსენების მაგივრად, უნამუსოდ ამბობს, ჩვენ რომ არ შეგვეჩხიკინებინა, ეს არ იქნებოდაო. ვინ დაპატიჟა რუსეთი ჩვენს სამშობლოში? ვინ სთხოვა რუსეთს ჩვენს სამშობლოში შემოსვლა? ყველა ის მღვდელმსახური, ვინც მას ემორჩილება, არის მატყუარა და ცრუ", - განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა, მამა ათინოგენე მდივანმა.

როგორც ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ზვიად სეხნიაშვილმა განაცხადა, ჩოხოსნები და მრევლის ნაწილი მარტვილში, ბალდის ტაძარში იმყოფება და განდეგილმა სასულიერო პირებმა მათ კარი ჩაუკეტეს.

„ჩვენ მოვედით წირვაზე, დიდმარხვაა და წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ამ ამბოხებულებმა ჩაკეტეს კარები და წირვის საშუალებას არ აძლევენ მღვდელმთავარს, რომელიც ელოდება, რომ გაიღება კარი, რათა ჩაატაროს წირვა. ამათ რაც უნდოდათ, ის ცირკი დადგეს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, ჩვენც საკადრისი პასუხი გავეცით. ჩვენ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”,- განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა.

სიტუაცია ტაძრის ეზოში რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო