მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს, 9 აგვისტოს გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა, მის ზარს დღემდე ველოდები - ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი "ტრიუკები" ჩაუტარონ

2008 წელს, 9 აგვისტოს გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები - ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი “ტრიუკები” ჩაუტარონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი იმავე პერიოდის სხვა ეპიზოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც საქართველომ ჰუმანიტარულ პაუზაზე რუსეთის წინადადება მიიღო, მათ ეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გადაჯგუფებისთვის გამოიყენეს.

„2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა.

ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა. მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.

იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის.

ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს, 9 აგვისტოს გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა, მის ზარს დღემდე ველოდები - ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი "ტრიუკები" ჩაუტარონ

2008 წელს, 9 აგვისტოს გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები - ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი “ტრიუკები” ჩაუტარონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი იმავე პერიოდის სხვა ეპიზოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც საქართველომ ჰუმანიტარულ პაუზაზე რუსეთის წინადადება მიიღო, მათ ეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გადაჯგუფებისთვის გამოიყენეს.

„2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა.

ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა. მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.

იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის.

ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია