ნუგზარ წიკლაური - ნეიტრლიტეტის თემის კიდევ ერთხელ წამოწევით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პარტიაა

ნეიტრლიტეტის თემის კიდევ ერთხელ წამოწევით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს რუსული პარტიაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მკაფიო პოზიციაა, რომ ნეიტრლიტეტის თემის განხილვაც კი საქართველოს ისტორიული არჩევანის შეურაცხყოფა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია.

წიკლაურმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა საზოგადოებას განუმარტოს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს არანაირ ურთიერთობას რუსეთთან და არც ნეიტრალიტეტის თემა განხილვას.

„მინდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მთავრობის და უკრაინის მებრძოლი პრეზიდენტის მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას გამოხატავს დღეს პრეზიდენტი ზელენსკი და ამ მიზეზით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს რუს აგრესორებთან ბრძოლაში. ამის საპირისპიროდ, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირიქით, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და თავს ესხმის თავისუფლებისთვის მებრძოლ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას.

ამ კონეტქსტში მინდა გამოვეხმაურო მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, რაც იყო იმ კოლაბორაციონისტული კურსის გაგრძელება, რომელიც მმართველ პარტიას აქვს რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ბრიფინგით და ნეიტრალიტეტის თემის კიდევ ერთხელ წამოწევით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის რუსული პარტია და რუსული პარტიის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ საერთოდ, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. აგრეთვე, უნდა გავიხსენოთ ამ პოლიტიკის კონტექსტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა მეგობარი და მებრძოლი ქვეყნის მთავრობა, საქართველოდან ელჩი გაეწვია. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული პარტია ასობით მილიონი ლარით აფინანსებს რუსული იარაღის მწარმოებელ კომპანიებს და „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსულ საქმეს. რუსული საქმის გაგრძელება არის ნეიტრალიტეტის თემის წამოწევა და ამ თემით სპეკულაციები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მკაფიო პოზიციაა, რომ ნეიტრალიტეტის თემის განხილვაც კი არის ჩვენი ისტორიული არჩევანის შეურაცხყოფა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის გაწირვა და ჩაბარება, იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც ათეულობით წლების განმავლობში იბრძოდნენ ჩვენი ისტორიული არჩევანის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მივმართავთ რუსულ პარტიას, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლებაში, რომ დაასრულოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალური თემებით მანიპულაცია, დაასრულოს ეს უსაგნო ფართხი-ფურთხი ამ თემით, გამოვიდეს და ერთმნიშვნელოვანი, მკაფიო პასუხით წერტილი დაუსვას იმ ეჭვებს, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ არ აპირებს არანაირ ურთიერთობას ოკუპანტ რუსეთთან და ნეიტრალიტეტის თემის არანაირ განხილვას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა