გორში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თედოწმინდაში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს.
ღონისძიება თედოწმინდის სკოლაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.

























