გოჩა ენუქიძე ცაგერის მერიის სამსახურების უფროსებს შევხვდა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსებს შევხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრისას, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა, საკურატორო სფეროებში არსებული გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

ამასთან, განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ''განახლებული რეგიონების," "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.

''მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები, ადგილობრივი, ცენტრალური და საკანონმდებლო ხელისუფლებების კოორდინირებული მუშაობით მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დროულად მოგვარებას უზრუნველყოფს, ამიტომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართება", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა