გორში, კომბინატის დასახლებაში  სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

გორში, კომბინატის დასახლებაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მათივე ცნობით, შესყიდვის მიხედვით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 225 685 ლარია.

„პროექტის მიხედვით, ცენტრალური და დამხმარე დარბაზის, სველი წერტილების, გასახდელების, დერეფნისა და კაბინეტის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

ამჟამად, კულტურის ცენტრის შენობაში (მშვიდობის გამზირი #12/ა) არსებულ სპორტულ სივრცეში 60-მდე აღსაზრდელი სპორტის ერთ-ერთ სახეობას - კინგ-ბოქსს ეუფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა