ქალაქ ონში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა.

ახლად გახსნილი სპორტული კომპლექსი მხარის დეპუტატმა, მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ახალი ფიტნეს ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მოსახლეობაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული კომპლექსით სარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ენუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები და ფიტნეს დარბაზი, ამასთან, ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები.

სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ“ მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა