ანა ნაცვლიშვილი - ყველა ძალადობა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი

ყველა ძალადობა, რომელიც „ალტ - ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი - თქვენ გაქვთ ყველა საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ შეაფასოთ მათი უკანონო მოქმედებები და იმოქმედოთ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გუშინ, ქობულეთში უკრაინის მხარდამჭერ და "ალტ- ინფოს" ოფისის გახსნის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფო თავის უმოქმედობით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ ქმედებებს.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ ქობულეთში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და მოვუწოდო შსს- ს, დაუყოვნებლივ გადადგას ის სამართლებრივი ნაბიჯები, რომელიც აქამდე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვნახეთ, როცა ძალადობრივი ჯგუფი "ალტ- ინფო" მოქალაქეებს ავიწროებს, ემუქრება, სცემს, მათ შორის, სცემს სიკვდილამდე. მოვუწოდებ შს მინისტრს, ყველა ძალადობა, რომელიც ამ ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ გაქვთ ყველა საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ შეაფასოთ მათი უკანონო მოქმედებები და იმოქმედოთ და თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ამის უფლება, არამედ ამის ვალდებულება. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ძალადობრივი ჯგუფებისთვის გარემოს შექმნას, რომელიც მათ კიდევ უფრო გაძლიერებას და გაფართოებას აძლევს გასაქანს. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის კისერზე იქნება ყველა ძალადობრივი აქტი თუ მუქარა, რომელსაც ეს ჯგუფი განახორციელებს, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან ორკესტრირებული და ხელშეწყობილი დაუსჯელობის სინდრომი აძლევს მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ქობულეთში ადგილობრივები უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ და ამავდროულად, „ალტ - ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ოფისში მყოფი პირები გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში