უკრაინიდან ტყიბულში ჩამოსული პირველი ოჯახი მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან პირველი ოჯახი ჩამოვიდა. ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსულ ხუთ ადამიანს, მათგან სამ არასრულწლოვანს სოფელ გელათში ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახი მასპინძლობს.

ისინი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს, საკვები პროდუქტები გადასცეს, თანადგომა გამოუცხადეს და ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინეს.

„მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახის მიმართ თანადგომა გაგრძელდება, ვიდრე მათ არ მიეცემათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა“,- განაცხადეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს