მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტში ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება სოფელ ახკერპის, ოფრეთის, ჩანახჩის, ხოხმელის, წერაქვის, სიონის და ყუდროს საავტომობილო გზები.

მარნეულის მერიის დაკვეთით შპს „ქცია“, სხვადასხვა სოფლებში შესაბამისი ტექნიკით ახორციელებს სამუშაოებს. ადგილზე, მარნეულის მერის - კენან ომაროვის დავალებით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით შეუფერხებლად შეუძლია.