რუსთავის თეატრში 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ცისფერ დარბაზში, სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტისა და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ახალი შრიფტი, თეატრის 55-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა. ინდივიდუალური შრიფტის ინსპირაციად კი, რუსთავის თეატრის 40 წლის წინანდელი პოსტერი იქცა.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, თეატრის დასის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეეწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, პოპულარიზაციას, საშემსრულებლო მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

მემორანდუმის ფარგლებში, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში, ასევე საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს თავის მხრივ მიეცემა საშუალება უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.

მემორანდუმის ფარგლებში კი პირველი ერთობლივი ნამუშევარი რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,თეთრი ჟამი“ იქნება. სპექტაკლში მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

სპექტაკლის პრემიერას რუსთავის თეატრი აპრილში გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად