თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი რომ არა, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში არსებული ხარვეზი არც გაგახსენდებოდათ

რა პრაქტიკაც არსებობს, კანონების დაჩქარებული წესით მიღება ყოველთვის კონკრეტულ პერსონალიებს უკავშირდება - რომ არა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში არსებული ხარვეზი არც გაგახსენდებოდათ , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიამ “ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ ლონდა თოლორაიას ქმედებების გამო, მათ ძველი რეკომენდაცია გაახსენდათ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ რეკომენდაციის საფუძველზე გააუქმეს.

“ცვლილებების დაჩქარებული წესით კონკრეტული პერსონალიების გამო ხდება - იქნებოდა ეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს, სახელმწიფო ინსპექტორთან თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხიც ზურაბიშვილის განცხადებების შემდეგ გავიგეთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის ბიურომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იმას გულისხმობს, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ და მიიღებენ. პროექტის ერთ-ერთი ავტორის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, არსებობს შეუსაბამობა კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს შორის, რომელიც რაც უფრო მალე გამოსწორდება, უკეთესია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში