"სუფთა სახლი" უკვე სახლში მოგიტანთ

"სუფთა სახლი" უკვე სახლში მოგიტანთ

„სუფთა სახლმა“ ელექტრონული კომერცია დანერგა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პლატფორმა CH.GE წარადგინა.

ახლა უკვე მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი შესყიდვები, შექმნას სასურველი პროდუქციის სია, გამოიწეროს ან დაელოდოს მისთვის მომგებიან აქციას და უფრო გააზრებულად და ეფექტიანად იშოპინგოს სახლიდან გაუსვლელად.

სისტემა სრულად ადაპტირებულია ყველა ელექტრონული მოწყობილობისთვის და ინტუიციურია ნებისმიერი ონლაინ გამოცდილების მომხმარებლისთვის. გამარტივებულია შესყიდვის პროცესი, მოქნილი ნავიგაციის სისტემა კი სასურველი პროდუქტის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. ვირტუალური სერვისები მაქსიმალურად მიახლოებულია ფიზიკურ მაღაზიებთან, ამიტომ, ისეთი ელემენტები, როგორიცაა ქულების დაგროვება ან ქულებით გადახდა გამეორებულია ელექტრონულ სივრცეში.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ქიმიასა და თავის მოვლის საშუალებებს, არამდე ჭურჭელსა და აქსესუარებსაც სთავაზობს. Ch.ge-ზე ხელმისაწვდომია ყველა ის პროდუქტი, რაც მოთხოვნადია ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ხოლო ამ მოთხოვნის იდენტიფიცირება ხდება არამხოლოდ ელექტრონული, არამედ ფიზიკური სივრცეებიდან.

გათვალისწინებულია მომხმარებლის მხრიდან შეკითხვების გაჩენის ალბათობა, რისთვისაც ჩაშენებულია ონლაინ ჩეთი და ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

„ჩვენ მომხმარებელს სამ განზომილებაში ვუყურებთ და სერვისებსაც ამავე განზომილებებში ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მომხმარებლის ქცევის შესწავლის პროცესი პროდუქტის წარდგენით არ სრულდება. გამუდმებით ვცდილობთ, მათ უკეთ გასაცნობად ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. ამ პროცესში კი რამდენიმე მთავარი ელემენტია, რასაც გამოვყოფდი - სანდოობა, სრულფასოვანი, ზუსტი ინფორმაცია, უსაფრთხოება და სიმარტივე. ჩვენ მუდმივად გავდივართ კონსულტაციებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ყოველდღიურად ვცდილობთ, ელექტრონული შოპინგის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მარტივი გავხადოთ“, - ანი ჯაფარიძე, ,,სუფთა სახლის“ ელექტრონული კომერციის სამსახურის უფროსი.

გამარტივებულია შეკვეთისა და მიტანის პირობებიც. თბილისსა და მის შემოგარენში საიტზე არსებული ნებისმიერი ნივთის შეკვეთაა შესაძლებელი. შეუზღუდავია წონაც და, რაც მთავარია, მასზე თანხის დამატება საჭირო არ არის. 100 ლარის ზემოთ შენაძენზე მიტანა უფასოდ ხორციელდება.

უახლოეს მომავალში “სუფთა სახლი“ თავის მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს. მათ ელოდებათ მობილური სერვისები, მათთვის შექმნილი ბლოგი და სივრცე მეტი ინფორმაციისთვის, ასევე - ახალი პლატფორმები და ფუნქციონალი, რომელიც ელექტრონული შოპინგის გამოცდილებას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო