გორიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება

გორიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბიდან არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები უკვე დახარისხებულია და გასაგზავნადაა გამზადებული.

„ჰუმანიტარული აქციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება.

უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები.

სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, უკვე რამდენიმე კვირაა ტვირთის შეგროვება ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის დახმარებით, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე გაიგზავნა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო