მარტვილში „ალტ - ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მარტვილში „ალტ - ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა.ადგილობრივები მუნიციალიტეტში მოძრაობის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, რადგან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია პრორუსული და ძალადობრივია, რომლის ადგილიც მათივე თქმით, სამეგრელოში არ არის.

"პროტესტს ვუცხადებთ, რუსული პარტიების აყვავებას, რუსული პარტიების დაბადებას საქართველოს მასშტაბით და მათ შორის მარტვილში. დაცინვაა, ალბათ ის, რომ ამბროსი ხელაიას რაიონში, დღეს არის კონსერვატიული პარტია. ჯვარის სახელით, რუსული მესიის განსახიერებაა. რუსული მესია და რუსული იდეოლიგია, რასაც აკეთებს მართლმადიდებლების წინააღმდეგ, ეს ხომ ცნობილია, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ, რუსული იდეოლოგიის აყვავებას საქართველოში და მათ შორის მარტვილში" ,- განაცხადა აქციის მონაწილე, ლია გულორდავამ.

აქციის მონაწილეები „კონსერატიული მოძრაობის“ ოფისთან ტრანსფარანტებით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს