საწვავზე ფასები კახეთშიც გააპროტესტეს

ქვეყნის მასშტაბით საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს კახეთშიც შეუერთდნენ.„უარი საწვავის ფასებს!“- ამ ლოზუნგით რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გაერთიანდნენ და აქცია თელავის თეატრის წინ გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასების შემცირება და აქციზის დროებით გაუქმება იყო.

ისინი ხელისუფლებისგან შესაბამის ჯგუფებთან კონსულტაციის გავლას და მყისიერ რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ტაბლოებზე საწვავის მაღალი ნიშნული, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს.

მძღოლებმა აქცია პერფორმანსით დაასრულეს და ქალაქის ცენტრში ხმოვანი სიგნალებით გადაადგილდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა