„ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მეოთხე ოლქში, სადაც არჩევნები წააგო, ამომრჩევლების რაოდენობა გაზარდა

ბათუმში მეოთხე საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ყაჩაღურად გაზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა რაოდენობა 1053 მდე გაზარდა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარი სხვადასხვა რეგიონიდანაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს მოუწოდებენ, 2 ოქტომბრის სიები დააბრუნოს. ისინი ფაქტით დაინტერესებისკენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ იშოვა დრო და გააგრძელა საარჩევნო ყაჩაღობა. 1053 ახალი ადამიანი დარეგისტრირდა მე-4 სამაჟორიტარო ოლქში. ეს ის ოლქია, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა ზეწოლის შედეგად, ბატონი ნუგზარი გარდაიცვალა. ეს არჩევნები ჩვენთვის ღირსების არჩევნებია. მათი დიდი უმრავლესობა 1-ელი მარტიდან 16 მარტამდეა დარეგისტრირებული, ასევე დიდი რაოდენობაა დარეგისტრირებული 89-ე საარჩევნო უბანზე. 402 ადამიანი დარეგისტრირებულია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები აქამდე ხმას აძლევდნენ სხვადასხვა რეგიონიდან. ვიცით, რა უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლას ახორციელებდა აქამდე „ქართული ოცნება“. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოვუწოდებთ, რომ მკვეთრი პოზიცია გამოხატოს და ცესკომ, დააბრუნოს რაც არის რეალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ კონკრეტულ განცხადებას გავავრცელებთ“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა