ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა კანონის დადგენილ ვადებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა კანონის დადგენილ ვადებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა კანონის დადგენილ ვადებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა. ციალა შავაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია არის პასუხისმგებელი.

“როგორც იცით, სიების სამი კატეგორია არსებობს. ეს არის: ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეცსია და გადასატანი ყუთის სია. ყველა კატეგორიას თავისი პასუხისმგებელი ჰყავს, ანუ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა პასუხისმგებელი, სპეცსიაზე საოლქო საარჩევნო კომისია და გადასატან სიაზე კი საუბნო საარჩევნო კომისია. განახლებული სიები, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებს უნდა გადავცეთ, ჯერ არ მიგვიღია და ამიტომ, ჯერჯერობით ძველი სიები გვაქვს. ამომრჩეველთა ერთიან სიაზე ცესკო არის პასუხისმგებელი. შესაძლოა, ამომრჩეველთა რაოდენობა იყოს გაზრდილი, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა კანონის დადგენილ ვადებში რეგისტრაცია შეეცვალა. საბოლოო გაახლებულ სიას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიებს გადავცემთ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ ინტერესდება, ვის სად სურს რეგისტრაცია, ამიტომ ნებისმიერ პირს ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიცვალოს რეგისტრაცია, კანონმდებლობით აქვთ უფლება, მათ 15 მარტის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლოთ”, - აცხადებს ციალა შავაძე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, მეოთხე საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ „ყაჩაღურად გაზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა“.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 1053- მდე გაიზარდა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარი სხვადასხვა რეგიონიდანაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს მოუწოდებენ, 2 ოქტომბრის სიები დააბრუნოს. ისინი ფაქტით დაინტერესებისკენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ.