კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ავტომობილები, ასევე საცხოვრებელი სახლის სახურავები.
ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდა.

























