ბათუმში „ქართული ოცნების“ წევრი - „ნაციონალური მოძრაობა“ არითმეტიკაში ვერ ერკვევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არითმეტიკაში ვერ ერკვევა, - ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება ხელოვნურად გაზრდილ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

მისი თქმით, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა სიაში, წინა არჩევნებთან შედარებით 500 -ით არის სხვაობა.

“დღეის მდგომარეობით 20635 ამომრჩეველი ფიქსირდება, გაზრდილია 500 ხმით. მათ არითმეტიკა არ იციან, 258 ადამიანი ამ 14 უბანში შიდა გადაწერით არის დაფიქსირებული ანუ გონიოდან აღმაშენებელზე, კვარიათიდან აეროპორტში და ა.შ. 18 წლის 99 ადამიანი გახდა, შესაბამისად სიაში აისახა, ვადაგასული პირადობის მოწმობა 138 პირმა აღადგინა, ეს ადამიანები სიაში აისახა და ამომრჩეველთა რაოდენობაც გაიზარდა.

კანონმდებლობით ჩაწერა და გადაწერა შეზღუდული არ არის, რატომ არ შეიძლებოდა თავად ჩაეწერათ ის რაოდენობა, ჩვენ რომ გვაბრალებდნენ.

ვერ ჩაწერდნენ? არ გაუკეთებიათ? ყალბი პასპორტი არ დაუმზადებიათ? „კარუსელი“ არ დაუტრიალებიათ? - მართლა მაინტერესებს… იგივე ბრალდება შეიძლება მათ წავუყენოთ, ჯერ რიცხვი არასწორია. ჩვენი ინფორმაციით, 14 - ვე უბანზე არჩევნებს პირწმინდად აგებენ და ახლა სურთ, ჰქონდეთ საფუძველი, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და კანდიდატი მოხსნან. ეს არის მოგონილი საფუძველი. ჩვენი და მათი კვლევითაც ჩანს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. გამოაცხადონ ბოიკოტი და დაასრულონ საკუთარი თავებიც“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, მეოთხე საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ „ყაჩაღურად გაზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა“.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 1053- მდე გაიზარდა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარი სხვადასხვა რეგიონიდანაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს მოუწოდებენ, 2 ოქტომბრის სიები დააბრუნოს. ისინი ფაქტით დაინტერესებისკენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა