მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენ ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ კოსმონავტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მსხდომი პირები პერიოდულად ტაშით ხვდებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ „ესენი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის „შნირები“ არიან", დამსწრეთა მხრიდან კვლავ ტაში მოჰყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულის შემდეგ ბრალდების მხარემ მოითხოვა პირის იდენტიფიცირება, რასაც სააკაშვილმა რეპლიკით - „ვაიმე, გული არ გაუხეთქოთ ვინმეს", უპასუხა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიხეილ სააკაშვილს გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავს განმარტებებს შემდეგ პროცესზე აღარ მიიღებს.

აღნიშნულს სააკაშვილმა კვლავ რეპლიკით უპასუხა - „თქვენ სასამართლო ისევე ხართ, როგორც მე ვარ კოსმონავტი".

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.

მოგვიანებით, მოსამართლეთა კოლეგიამ პირი - ჯემალ ქიქავა, რომელმაც პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლოში წესრიგის დარღვევის გამო 500 ლარით დააჯარიმა, ამასთან, ის სხდომის დარბაზიდან გააძევა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს