მოსამართლის განცხადებით, სააკაშვილისთვის სიტყვით სარგებლობის უფლების მიცემა, მისი მხრიდან მთავრობის დამხობის მოწოდებებში არ უნდა გადაიზარდოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, სააკაშვილისთვის სიტყვით სარგებლობის უფლების მიცემა, მისი მხრიდან მთავრობის დამხობის მოწოდებებში არ უნდა გადაიზარდოს.

აღნიშნული განმარტება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დარბაზში მყოფთა ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს და მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დატოვა.

"ეს დარბაზი არის სასამართლო სხდომის დარბაზი. ჩვენ თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ საშუალებას პიროვნებას გარკვეული მოსაზრებები გამოთქვას საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაიზარდოს აქ მოწოდებებში, დამხობისკენ იქნება, ქუჩაში გამოსვლისკენ თუ ა.შ. ან თუნდაც, სასამართლოს ეძახოს, რომ არის ასეთი და ისეთი. ყველანი 90-იანი წლებიდან მოვდივართ, გამოვიარეთ ყველაფერი - 1993 წელიც, 2008 წელიც და ბევრ ჩვენგანს მონაწილეობაც მიუღია ამ ყველაფერში. არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა. პიროვნულად ყველამ უნდა ვცეთ პატივი იმას, რასაც ვაკეთებთ, რა საქმიანობასაც ვახორციელებთ. მე რომ მოგიწოდებთ თქვენ ყურადღება მომაქციეთ, ვგონებ იმის პატივი მაინც უნდა მცეთ, რომ მე შემომხედოთ. ელემენტარული პატივისცემის მომენტია, იქნებ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი და ადამიანს მივუთითოთ არ არის ხმამაღალი ტონით საუბარი საჭირო. აქამდე ბრალდებულ პირთან მიმართებით ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია. ბოლო მომენტამდე თავს ვიკავებთ, რომ არ მოხდეს გაძევება სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თუ მსგავსი მოწოდებები კვლავ იქნება სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მოუწევს კიდევ ერთხელ იმის განმარტება, რომ აქ ამის გულისთვის არ უნდა ვიყოთ",- განაცხადა ელიეშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა