რუსთავის მერმა არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან ერთად წარადგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობებისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არქიტექტორები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, რუსთავში, ინვესტიციების რაოდენობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 350 მილიონ ლარს გადააჭარბა, ქალაქში განხორციელებული ინვესტიციის ძირითადი წილი კი დეველოპერულ კომპანიებზე მოდის.

,,დეველოპერული კომპანიების მხრიდან რუსთავისადმი ინტერესი მზარდია. ჩვენ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი დავიწყეთ. სწორი ურბანული განვითარების ხედვასთან ერთად, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი მუნიციპალური სერვისი, რომელიც სწრაფი, ეფექტური და მოქნილი იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობაა. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტით, ჩვენი ქალაქის ახალი შესაძლებლობები გამოვლინდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურის რეფორმა, თანამედროვე ელექტრონულ სერვისებს, ღია კონკურსს არქიტექტორებისთვის, ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ეკოლოგიურ პაკეტებს, მწვანე ქალაქის კონცეფციას, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ახალ ხედვას მოიცავს.

,,რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გაგვაცნო ახალი ხედვები თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანულად სწორად და არქიტექტურულად ქალაქი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის კობა ძლიერიშვილის განცხადებით, ახალი გენერალური გეგმა, ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს და მის ურბანულ განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია