ნუგზარ წიკლაური - რუსული პარტიის ლიდერები დაუფარავად მისტირიან დსთ-ს და მზად არიან,  რუსულ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად

ვხედავთ, რომ ბოლო ორი დღეა მმართველმა რუსულმა პარტიამ და მისმა ლიდერებმა ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოორდინირებული აშკარა, რუსული პროპაგანდა და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა და ამით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

წიკლაურის თქმით, საქართველოში ნებისმიერ ესკალაციაზე საუბარი მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რასაც ემსახურება მმართველი პარტია.

„ვხედავთ, რომ ბოლო ორი დღეა მმართველმა რუსულმა პარტიამ და მისმა ლიდერებმა გააძლიერეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოორდინირებული აშკარა რუსული პროპაგანდა და თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ. ასევე პოლიტიკური ოპონენტების და ქართველი ხალხის დადანაშაულება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ესკალაციაში.

რუსული პარტიის ლიდერები დაუფარავად მისტირიან დსთ-ს და მზად არიან რუსულ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად, რაზეც ისაუბრა ამ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თაობების ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის თქმითვე, დღეს მსოფლიოში დარჩა მხოლოდ სამი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ესენია არიან რუსეთი, ბელორუსი და საქართველო.

„საქართველოს არჩევანი, ისტორიული და მორალური ვალია თავისუფალი სამყაროს გვერდით დგომა, რაც მშვიდობიანი დეოკუპაციის მთავარი და ერთადერთი წინაპირობაა. ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რაც რუსული ოცნების მარიონეტული პოლიტიკის გამოხატულებაა“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა