ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინა

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონის პროექტს - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ამით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. ხვალ კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა