გორის მუნიციპალიტეტიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გორის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, განმეორებით გაიგზავნა ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებსა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მოიცავს.

"პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.

ჰუმანიტარული ტვირთი გორის მერიის შენობაში გახსნილ საგანგებო შტაბში გროვდებოდა.

გორის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, აქციაში ჩაერთო", - აღნიშნულია ინფომაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო