„სითი მოლის“ ლოიალობის ინოვაციური ციფრული პლატფორმა - THE CITY MALL

2021 წლის 27 ოქტომბერს, "სითი მოლის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში, სავაჭრო ცენტრების ისტორიაში პირველად, სითი მოლის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ სავაჭრო ცენტრის ლოიალობისა და დაგროვების პროგრამაში და პროგრამის საწყის ეტაპზე, მათ მიერ "სითი მოლში" განხორციელებული შენაძენის შესაბამისად, ექსკლუზიურად, დაეგროვებინათ - „სითი ქულები“. დღეიდან, სითი მოლის მომხმარებელს უკვე შეუძლია GOOGLE–Play Store და IOS–APP Store -იდან ჩამოტვირთოს "სითი მოლის" აპლიკაცია (THE CITY MALL) იმისათვის, რომ დააგროვოს და გახარჯოს “სითი ქულები”, ისარგებლოს მისთვის შექმნილი ინოვაციური ციფრული ლოიალობის პროგრამით, მიიღოს მასზე მორგებული შეთავაზებები და ისარგებლოს უპირატესობებით!

"სითი მოლის" ლოიალობის პროგრამა, წარმოდგენილი მობილური აპლიკაციის სახით, საქართველოს სავაჭრო ცენტრების ინდუსტრიაში შექმნილი პირველი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ სტანდარტს, ცვლის მომხმარებლის ქცევას და სრულად მორგებულია მის კომფორტსა და ინტერესებზე.

"სითი მოლის" ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა „სითი ქულის“ დაგროვებისა და გახარჯვის უნიკალური ბარათი City Card-ი. აღნიშნული ბარათი ექსკლუზიურად "სითი მოლისთვის" არის შექმნილი, როგორც ემიტირებული პლასტიკური VISA ბარათის, ასევე, ვირტუალური ბარათის სახით, რომელიც ინტეგრირებულია ლოიალობის აპლიკაციაში. City Card–ი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, VISA სადებეტო ბარათია, რომელიც ამ ეტაპისათვის აპლიკაციაში არსებულ ვირტუალურ ბარათთან ერთად გამოიყენება, როგორც „სითი ქულების“ დაგროვებისა და გადაცვლის ერთ–ერთი საშუალება. უახლოეს მომავალში City Card-ი შეიძენს საგადახდო ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ City Card-ზე შესაძლებელი იქნება თანხის განთავსება და ბარათით საგადახდო ოპერაციების განხორციელება, "სითი მოლში", საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

„სითი ქულების“ დაგროვება შესაძლებელია "სითი მოლი" საბურთალოსა და "სითი მოლი" გლდანის სივრცეში მდებარე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში შენაძენის განხორციელებისას. ამისათვის, მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს ლოიალობის აპლიკაცია – THE CITY MALL, გაიაროს ორსაფეხურიანი რეგისტრაცია და "სითი მოლში" შენაძენის განხორციელებისას თან იქონიოს დაგროვების ბარათი City Card ციფრული ან პლასტიკური სახით.

"სითი მოლის" ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს ეძლევა საშუალება ისარგებლოს მუდმივად განახლებადი, დინამიური შეთავაზებებით და მიიღოს უპირატესობები. აპლიკაცია, კონკრეტული მომხმარებლის ქცევასა და ინტერესებზე დაყრდნობით, ავტომატურად ქმნის ინდივიდუალურ, მასზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს. "სითი მოლის" აპლიკაციაში არსებული პირადი სივრცე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია "სითი ქულების" დაგროვების წესისა და მინიჭებული სტატუსის შესახებ, სურვილისამებრ მართოს "სითი ქულები" და თვალი ადევნოს მასზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს. "სითი მოლში" განხორციელებული საგადახდო ოპერაციების შესაბამისად, დაგროვებული "სითი ქულების" რაოდენობის გათვალისწინებით, მომხმარებელს ენიჭება შემდეგი სტატუსები: SILVER; GOLD; PLATINUM;

  • მომხმარებელი ხდება „სილვერ“ სტატუსის მფლობელი 50 000 "სითი ქულის" დაგროვებისას;
  • მომხმარებელი ხდება „გოლდ“ სტატუსის მფლობელი 100 000 "სითი ქულის" დაგროვებისას;
  • მომხმარებელი ხდება „პლატინუმ“ სტატუსის მფლობელი 200 000 "სითი ქულის" დაგროვებისას;

"სითი ქულების" დაგროვება / გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრებში, შემდეგნაირად:

  • ყოველი 1 ლარის დახარჯვისას (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში) მომხმარებელი იღებს 1.25 "სითი ქულას";
  • ციფრული ლოიალობის პროგრამის ჩაშვებასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, VISA სადებეტო ბარათით City Card-ით გადახდის შემთხვევაში, ყოველი 1 ლარის დახარჯვისას მომხმარებელი იღებს 2 "სითი ქულას";
  • მომხმარებლისთვის სტატუსის მინიჭებადა უკვე არსებული სტატუსის გაუმჯობესება ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი ოდენობის ქულების დაგროვებით;
  • ქულების გახარჯვა/განაღდება გავლენას არ ახდენს მომხმარებლისთვის უკვე მინიჭებულ სტატუსზე;
  • იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დაგროვებითი ტრანზაქციიდან 6 თვის განმავლობაში არ განხორციელდება ჯამურად, მინიმუმ, 1250 "სითი ქულის" დაგროვება, მომხმარებელს შეუჩერდება არსებული ლოიალობის სტატუსი;
  • სტატუსის შეჩერება არ ნიშნავს მის დაკარგვას და ის ექვემდებარება ავტომატურ აღდგენას, იმ შემთხვევაში, თუ, მომხმარებელი 1 თვის მანძილზე, შეასრულებს მინიმუმ 125 „სითი ქულის“ შესაბამის 5 ტრანზაქციას;
  • „სითი ქულების“ გახარჯვით შეძენილი პროდუქცია ექვემდებარება მხოლოდ გადაცვლას, "სითი მოლში" განთავსებული კონკრეტული სავაჭრო ობიექტის წესის შესაბამისად;
  • ლოიალური მომხმარებლისთვის განკუთვნილი ძირითადი და დამატებითი ბენეფიტები მუდმივად ცვალებადია და განისაზღვრება მინიჭებული სტატუსის შესაბამისად.

მომხმარებლისთვის მინიჭებული სტატუსების შესაბამისი შეთავაზებები ექვემდებარება მუდმივ განახლებას და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • "სითი მოლის" ავტოსადგომით უფასოდ ან განსაზღვრულ საათებში შეღავათით სარგებლობა;
  • სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური ფასდაკლებები და შეთავაზებები;
  • ფასდაკლება ავტოსამრეცხაო მომსახურებაზე;
  • ფასდაკლება "სითი მოლი" საბურთალოს სივრცეში განთავსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრში „მეჯიქ სითი“;
  • პერსონალური საჩუქრები;
  • დახურულ ღონისძიებებზე, ახალი ბრენდებისა და ახალი კოლექციების პრეზენტაციებზე დასასწრები მოსაწვევი;
  • სპეციალური შეთავაზებები "სითი მოლის" პარტნიორი ორგანიზაციებისგან და სხვა.

"სითი მოლის" ლოიალობის აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, "სითი მოლის" აპლიკაციაში, დაგროვილი "სითი ქულებისა" და ინდივიდუალური შეთავაზებების გარდა, იხილოს "სითი მოლი საბურთალოსა" და "სითი მოლი გლდანის" სივრცეში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია, სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი, ინფორმაცია მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ და სხვა. ნებისმიერი კითხვის ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს აქვს საშუალება, ისარგებლოს, როგორც ონლაინ დახმარებით, ასევე, "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრებში სპეციალურად მათთვის მოწყობილი საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით.

ქ.თბილისში მდებარე "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრები შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს და წარმატებით მართავს მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს: „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“, ასევე, პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს – „სითი თაუერი“.

ქალაქის ცენტრში, ვაჟა–ფშაველას #70–ში განთავსებული სავაჭრო ცენტრი, „სითი მოლი საბურთალო“ ქვეყნის ყველაზე დიდი, წამყვანი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს მომხმარებელი. 120 000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში განთავსებულია 300–ზე მეტი ბრენდული მაღაზია, სპორტული, გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ყველაზე დიდი კვების ზონა. ადგილმდებარეობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის ხელმისაწვდომობა, სავაჭრო ცენტრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. "სითი მოლი საბურთალოს" სივრცეში მდებარეობს საქართველოში ერთადერთი „პრემიუმ სივრცე“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ათეული პრემიალური ბრენდის ღია თუ დახურული ტიპის მაღაზიას, რომლებიც ე.წ. პრემიუმ ჰაბს ქმნიან.

„სითი მოლი გლდანის“ მნიშვნელოვანი, გამორჩეული ლოკაცია და ბრენდების მიქსი სავაჭრო ცენტრს მომხმარებლისთვის განსაკუთრებულს ხდის. 60 000 მ2–ზე განთავსებულ სავაჭრო ცენტში 100–ზე მეტი ბრენდული მაღაზია მდებარეობს, გასართობი სივრცე, კვების ობიექტები, ღია თუ დახურული ავტოსადგომი, მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციისა თუ მომსახურების მარტივად და კომფორტულად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „სითი მოლი გლდანი“ 2016 წლიდან ოპერირებს და ახლომდებარე ყველაზე ფართო ურბანული ზონისათვის თავშეყრისა და შოპინგის რჩეული სივრცეა.

ქ.თბილისში მდებარე "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრები, გამორჩეულია მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომებით, ლოიალობის ციფრულ პლატფორმასთან ერთად, მომხმარებელს უკვე შეუძლია ეწვიოს "სითი მოლის" განახლებულ ვებ გვერდს www.thecitymall.ge. ჩვენი ერთგული მომხმარებელი მალე შეძლებს შეიძინოს "სითი მოლის" განახლებული სასაჩუქრე ბარათები, როგორც სავაჭრო ცენტრში, ასევე ონლაინ.

დაელოდეთ სიახლეებს "სითი მოლისგან"!

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო