აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლის საფასური 1 000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება.

„სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდებათ და ამ მიმართულებით, ბიუჯეტის კორექტირების დროს, 800 000 ლარი გამოიყოფა. ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.