ხათუნა სამნიძე - ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ყველა შეთავაზებული ელჩი დანიშნა - “ქართულ ოცნებაში“ არგუმენტი გაქრა და მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო!

ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ყველა შეთავაზებული ელჩი დანიშნა - “ქართულ ოცნებაში“ არგუმენტი გაქრა და მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო! - ასე ხსნის “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს ინიცირებული პროექტის განხილვის ერთი თვის ვადით გადადება შესთავაზა.

“მეტი დროა საჭირო არა ოპოზიციისთვის, არამედ “ქართული ოცნებისთვის“, რათა დაინახოთ, რომ არგუმენტები წარმოდგენილ კანონის პროექტზე არ არსებობს.

“ქართული ოცნებიდან“ ერთადერთი არგუმენტი ისმოდა, რომ პრეზიდენტი ელჩებს არ ნიშნავდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ყველა შეთავაზებული 12-ვე ელჩი დანიშნა. ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ არგუმენტი გაქრა და მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. ძალიან კარგია, მივესალმები და ვეთანხმები კანონის პროექტის განხილვის გადადებას. შეიძლება განხილვა ერთი თვითაც გადაიდოს“, - განაცხადა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმდინარე კვირას პარლამენტს სამივე მოსმენით უნდა მიეღო, სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხებს შეეხება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ