ბათუმში ნაპირდაცვითი პროექტის განხორციელება დაიწყო

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმისთვის მნიშვნელოვანია ნაპირდაცვითი ღონისძიებების დროული და ეფექტიანი გატარება. ამ მიმართულებით დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიებების პროექტირება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიების დროული გატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამმართველოს დაევალა.

„გადავწყვიტეთ, რომ ძალიან სიღრმისეულად მოხდება ამ პროექტის დაგეგმარება, ჩართულია შესაბამისი გარემოსდაცვითი და საინჟინრო ექსპერტები და ძალიან მალე დავიწყებთ ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს, აქ არ განხორციელებულა სიღრმისეული კვლევები. არცერთი გარემოსდაცვითი კვლევა არ იყო ჩატარებული. დღეს ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაც გაფუჭებული საქმეების კეთება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება. მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.

ცეცხლაურში, ნარჩენების მართვის თანამედროვე ობიექტის ტექნიკური აღჭურვის და ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვის მიზნით მიღწეული იქნა შეთანხმება EBRD-თან, რომელიც ამ მიმართულებით გამოყოფს ფინანსურ რესურსს.

ბათუმში იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს