დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, არარატ მირზოიანთან, რომელიც თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს, შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე რეგიონში შექმნილი ვითარება მიმოიხილეს.

მათივე ცნობით, მათ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის კონტაქტების დინამიკა დადებითად შეაფასეს, რაც ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას ხელს უწყობს. ამ მხრივ მინისტრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიების გამართვის რეგულარულ ხასიათს მიესალმნენ.

„საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა.

გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და ამ თარიღის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო