სკრის თემის ახალგაზრდებისთვის პროექტი ხორციელდება

სკრის თემის ახალგაზრდებისთვის პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტს „წარმატებული მომავლისათვის“ აგრძელებს.

გორის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკრის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ნაადრევი ქორწინებისა და მავნე ჩვევებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

„პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამითაა“ დაფინანსებული და ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის, შემეცნებით და სპორტულ-გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.

პროექტს ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბეთლემი“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდებისთვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების შესწავლა და აქტიურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება,“ - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.