მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კელი დეგნანს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

„მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის პოტენციალი. მარნეულში განხორციელებული ღონისძიებები, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ასევე, ადგილზე სოფლის მეურნეობის დარგების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს - მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის, მათ შორის ქვემო ქართლის მასშტაბით, აქტიურად ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს