ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის ახალ მუზეუმში ელჩმა შეხვედრა ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართა.

ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილმა ელჩს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბოლნისური ღვინოები და ბოლნისის მუზეუმში დაცული ელინისტური ხანის არტეფაქტის, თიხის დოქის ასლი გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, მას საქართველოში დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ადგილობრივი თვითმმართველობები განსაკუთრებით ვგრძნობთ ამერიკული მხარის მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გამოიხატება. ქალბატონ ელჩს ამ თანადგომისთვის მადლობა პირადად გადავუხადე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება