უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან 145 წყვილი ფეხსაცმელია მიტანილი ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 145 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

აქციის ორგანიზატორი ხუთი მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტია, ესენი არიან: თიკო ფეიქრიშვილი, თამარ ღვინიანიძე, ეკა ქადაგიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მაკა ფანქველაშვილი.

„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ემოციური იყო ის, რომ დღეს უკვე 145 მოკლული ბავშვია, ეს არის სწორედ იმის სიმბოლო, რომ 145 ფეხსაცმელი დევს, დაწყებული ჩვილებიდან, რომელიც ასევე არის ომის მსხვერპლი, დამთავრებული 18 წლამდე ბავშვების. როდესაც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ეს აქცია, მაშინ 115 მოკლული ბავშვი იყო და მანამ, სანამ ჩვენ ფეხსაცმელები შევაგროვეთ, ყოველდღე ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ცნობები გარდაცვლილი ბავშვების შესახებ, როგორ ვამატებდით და ვამატებდით ფეხსაცმელებს“, - განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე